21 ნოემბერს, საქართველოს სასტუმროების და რესტორნების ფედერაციას TEMPUS LMPH პროექტის ფარგლებში ესტუმრნენ სტუ-ს ასოცირებული პროფესორი და პროექტის დირექტორი ქნ. ია მოსაშვილი და ბულგარეთის "აგრობიზნესის განვითარების უნივერსიტეტის" ასოცირებული პროფესორი, ბნ. პლამენ ლაკოვი. შეხვედრაზე განიხილებოდა მნიშვნელოვანი საკითხები ჩვენს მიერ დაანონსებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროფესიონალური პროგრამების შესახებ, რომელიც ახლო მომავალში აიღებს სტარტს და შექმნის მნიშვნელოვან პლატფორმას ტურიზმის სფეროს, და მასში დასაქმებული კადრების პროფესიული განვითარებისათვის.