არასამთავრობო ორგანიზაცია, საქართველოს სამართლის კოდექსის შესაბამისად შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია, რომლის მიზანიცაა საქართველოს სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების პრობლემატური საკითხების (იქნება ეს ეკონომიკური თუ იურიდიული ხასიათის) მოგვარებაში დახმარება , პროფესიული გადამზადება, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით რეკომენდაციების შემუშავება და ამ გზით მათი სტაბილურობისა და პერსპექტიულობის ამაღლება.
ფედერაციის წევრები მიიღებენ მონაწილეობას სხვა და სხვა ოფიციალურ შეხვედრებსა და ღონისძიებებში. ფედერაცია მოგვცემს საშუალებას მომსახურების ხარისხი შევუსაბამოთ მსოფლიო სტანდარტებს. HOREKA გახლავთ ICC (International Chamber of Commerce); GCCI (Georgian Chamber of Commerce and Industry) და EPAC (Economic Policy Advocacy Coalition) ორგანიზაციების წევრი. აგრეთვე HOREKA Georgia არის ევროპის სასტუმროების, რესტორნების და კაფეების გამაერთიანებელი ორგანიზაციის HOTREC-ის წევრი, The Hotestars Union წევრი და წარმომადგენელი საქართველოში.