ჰორეკა - ჰოტელ სტარი გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია, საქართველოს სამართლის კოდექსის შესაბამისად შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, დაარსდა 2018 წელს.

2018 წლიდან ჰორეკა - ჰოტელ სტარი გახლავთ ევროპის სასტუმროების, რესტორნების და კაფეების ქოლგა ფედერაციის HOTREC-ის წევრი, დამკვირვებლის სტატუსის ქვეშ, ხოლო 2021 წლის მაისიდან ორგანიზაციამ მოიპოვა The Hotestars Union - ის ასოცირებული წევრის სტატუსი და არის აღნიშნული ბრენდის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

სტატუსი უფლებას გვაძლევს ევროპული სტანდარტების და კლასიფიკაციის სისტემის მიხედვით შევაფასოთ და მივანიჭოთ ვარსკვლავები განთავსების ქართულ ობიექტებს. 2022 წლიდან The Hotelstars Union-მა დაამუშავა და ჩაუშვა საქართველოს ქვე-საიტი მათ ოფიციალურ ვებ-გვერდზე, სადაც უკვე განთავსდნენ პირველი ქართული გავარსკვლავიანებული სასტუმროები: https://www.hotelstars.eu/georgia/  

აღსანიშნავია რომ HOTREC და The Hotestars Union უკვე მჭიდროდ თანამშრომლობენ ისეთ საძიებო და კონტენტის სადისტრიბუციო სისტემებთან როგორებიცაა: Google, Tripadvisor, Giata და ა.შ.; აქედან გამომდინარე, ორგანიზაციის წევრები, გარდა ხარისხის ნიშნისა და მაღალი ნდობისა, ისარგებლებენ ისეთი დამატებითი ბენეფიტებით, როგორებიცაა:  

The Hotestars Union-ის შეფასებით სარგებლობენ არამხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ბრენდები და ფრენჩაიზები ევროპის წამყვან ქვეყნებში, მაგ.:

წევრობა: ფედერაციაში გაწევრიანება შეუძლიათ როგორც ლოკალურ, ასევე ფრენჩაიზ კვებისა და განთავსების ობიექტებს.

არსებობს წევრობის 2 კატეგორია:

  • დამკვირვებლის (ლოკალური და ფრენჩაიზ კვებისა და განთავსების ობიექტები) სტატუსი;
  • სრულუფლებიანი წევრის სტატუსი (წევრობა+კლასიფიკაცია);

ჰორეკა ჰოტელ სტარ - ში გაწევრიანების ღირებულება განისაზღვრება ობიექტის ტიპის და/ან ნომრების/ადგილების რაოდენობის მიხედვით. წევრობის და კლასიფიკაციის ღირებულებები შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://horeka.ge/ka/join