2013 წლიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში და თბილისის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტში მიმდინარეობს ტემპუსის პროექტი LMPH N°544191 Tempus 1-2013-1-PT JPCR « Licence Masters professionnels en management des activités hôtelières pour le développement de l’industrie touristique en Géorgie, Azerbaïdjan et Moldavie »
(პროფესიონალური საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შექმნა სასტუმროს მენეჯმენტის დარგში ტურიზმის განვითარებისათვის საქართველოში, აზერბაიჯანსა და მოლდოვაში).
პროექტი სრულდება 2017 წლის მაისში. პროექტის პარტნიორები არიან: გრენობლის აკადემია (საფრანგეთი), ჟირონას უნივერსიტეტი (ესპანეთი), ესპინოს ინსტიტუტი (პორტუგალია). საქართვველოში კი პროექტის პარნიორი ორგანიზაციები არიან: საქართველოს განათლების სამინისტრო, საქართველოს სასტუმროების. რესტორნებისა და კაფეების ფედერაცია - ჰორეკა, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს ტურიზმის ასოციაცია. პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგს ახორციელებს პროექტის გარე ექსპერტი, საქართველოს სასტუმროების. რესტორნებისა და კაფეების ფედერაციის პრეზიდენტი, ქალბატონი ქეთევან მელაძე.
2016 წლის 16-20 ოქტომბერს, პროექტის ფარგლებში კვებისა და სასმელების სფეროში სემინარებს ატარებდა სტუმარი საბერძნეთიდან, MAICH უნივერსიტეტის პროფესორი, არისტეიდის სტამატაკისი.